დეივესონ ფიგუეირედომ ალექს პერეზი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული პირველად დაიცვა
დეივესონ ფიგუეიერედოს ჩემპიონის ტიტულის პირველი დაცვა წარმატებული გამოდგა. ბრაზილიელი მებრძოლი ჯოსეფ ბენევიდესის დამარცხების შემდეგ ალექს პერეზს დაუპირისპირდა და მეტოქის დასამარცხებლად 2 წუთზე ნაკლები დასჭირდა.
პირველი რაუნდის 1:57 წუთზე ფიგუეირედომ მეტოქე მახრჩობელა ილეთზე (guillotine choke) დაიჭირა და ეფექტური გამარჯვება მოიპოვა.
„მე ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ასე გავიმარჯვებდი. სწორედ ასეთი მოგებისთვის ვემზადებოდი და როგორც ხედავთ გამომივიდა კიდეც“, – განაცხადა დეივესონმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.
„მომდევნო ბრძოლის ჩატარება ბრენდონ მორენოსთან მსურს, დანა ვაიტ – გააკეთე ამის ორგანიზება“, – აღნიშნა ბრაზილიელმა ჩემპიონმა.
იმავე დღეს UFC 255-ის ფარგლებში მორიგი გამარჯვება იზეიმა ვალენტინა შევჩენკომ, რომელმაც ჯენიფერ მაიას მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით (49-46, 49-46 და 49-46) მოუგო და კიდევ ერთხელ დაიცვა ჩემპიონის ტიტული.