ვინ მიიღო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე
ვინ მიიღო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე

ჟოაკინ ბაკლი ზედიზედ მეორედ გამოარჩიეს. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგ ქარდზე (UFC 255) ბაკლი ჯორდან ვრაიტს დაუპირისპირდა და მორიგი ეფექტური ნოკაუტი შემოგვთავაზა.

მეორე რაუნდი ბაკლიმ ძალიან აქტიურად წარმართა. რამდენიმე სერიოზული დარტყმის განხორციელების შემდეგ მსაჯს ბრძოლის ნაადრევად შეჩერება მოუხდა. შედეგად ბაკლიმ ზედიზედ მეორე ღონისძიებაზე მიიღო ბონუსი ($50 000) საღამოს საუკეთესო პერფორმანსისთვის.

ანალოგიური ბონუსი მიღო ანტონინა შევჩენკომ, რომელმაც ტექნიკური ნოკაუტით არიან ლიპსკი დაამარცხა.

ქარდის საუკეთესო ბრძოლად საშა პალატნიკოვისა და ლუის კოსშეს დაპირისპირება გამოცხადდა. ორივე მებრძოლმა ბონუსის სახით 50 000 დოლარი მიიღო.