ზედიზედ მეორე გამარჯვება - ლევან ჩოხელმა „ბელატორში“ მიქაელ ლომბარდო დაამარცხა #1TVSPORT
ზედიზედ მეორე გამარჯვება - ლევან ჩოხელმა „ბელატორში“ მიქაელ ლომბარდო დაამარცხა #1TVSPORT

ცნობილ ამერიკულ ორგანიზაცია „ბელატორში“ MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, ლევან ჩოხელმა მეხუთე ბრძოლა ჩაატარა და ამერიკელ მიქაელ ლომბარდოსთან (13-3 ბალანსი კარიერაში) მსაჯთა გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

ჩოხელისა და ლომბარდოს ჩხუბი ჰავაის კუნძულებზე გაიმართა და მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობა ქართველს ჰქონდა. მსაჯებმა ჩოხელს სამივე რაუნდში მიანიჭეს უპირატესობა – 29-28, 30-27, 30-27.

შერეულ საბრძოლო ორთაბრძოლებში, საერთო ჯამში, ლევან ჩოხელისთვის ეს დაპირისპირება მე-14 იყო. 12 შემთხვევაში გამარჯვება ქართველს დარჩა, ხოლო მეტოქეებმა მისი დამარცხება მხოლოდ ორჯერ მოახერხეს. ორივე ეს შემთხვევა სწორედ „ბელატორში“ დაფიქსირდა – ქართველთან მოგება გოიტი იამაუჩიმ და კაილ კრაჩმერმა შეძლეს. წინა ორთაბრძოლაშიც რომან ფარალდოსთან ლევანს გამარჯვება მსაჯთა გადაწყვეტილებით ჰქონდა მოპოვებული.