დეივესონ ფიგუეირედომ ალექს პერეზი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული პირველად დაიცვა

12:25, 22.11.2020

დეივესონ ფიგუეიერედოს ჩემპიონის ტიტულის პირველი დაცვა წარმატებული გამოდგა. ბრაზილიელი მებრძოლი ჯოსეფ ბენევიდესის დამარცხების შემდეგ ალექს პერეზს დაუპირისპირდა და მეტოქის დასამარცხებლად 2 წუთზე ნაკლები დასჭირდა.

პირველი რაუნდის 1:57 წუთზე ფიგუეირედომ მეტოქე მახრჩობელა ილეთზე (guillotine choke) დაიჭირა და ეფექტური გამარჯვება მოიპოვა.

„მე ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ასე გავიმარჯვებდი. სწორედ ასეთი მოგებისთვის ვემზადებოდი და როგორც ხედავთ გამომივიდა კიდეც“, – განაცხადა დეივესონმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.

„მომდევნო ბრძოლის ჩატარება ბრენდონ მორენოსთან მსურს, დანა ვაიტ – გააკეთე ამის ორგანიზება“, – აღნიშნა ბრაზილიელმა ჩემპიონმა.

იმავე დღეს UFC 255-ის ფარგლებში მორიგი გამარჯვება იზეიმა ვალენტინა შევჩენკომ, რომელმაც ჯენიფერ მაიას მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით (49-46, 49-46 და 49-46) მოუგო და კიდევ ერთხელ დაიცვა ჩემპიონის ტიტული.

მსგავსი