დავიდ დე ხეა, სავარაუდოდ, უარს იტყვის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას “ტელეგრაფი“ (The Telegraph) ავრცელებს. კლუბსა და მეკარეს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება. „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ესპანელის აგენტთან, თუმცა მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. დე ხეას სურს, მისი ერთი კვირის ანაზღაურება არ იყოს 200 000 ფუნტზე ნაკლები. კლუბი ჯერჯერობით უარს ამბობს აღნიშნული თანხის გადახდაზე.
ამ ეტაპზე „მანჩესტერის“ ყველაზე მაღალანაზღურებადი ფეხბურთელი ალექსის საჩესია, რომელიც კვირაში 227 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.