დავით ხუციშვილი მერვედფინალშია [ვიდეო] | ბუდაპეშტი 2018
დავით ხუციშვილი მერვედფინალშია [ვიდეო] | ბუდაპეშტი 2018

საკვალიფიკაციო ეტაპი მარტივად გაიარა და მერვედფინალში გავიდა დავით ხუციშვილი (79 კგ.) ქართველ ფალავანს გამარჯვებისთვის 3:20 წუთი დასჭირდა რის შემდეგაც აშკარა უპირატესობით 12:0 მოიგო. ხუციშვილის „მსხვერპლი“ – ანგოლელეი – დეუს კადიმა გამოდგა.

შეგახსენებთ რომ დღეს, საკვალიფიკაციო ეტაპზე, თავისი პირველი შეხევდრა ასევე მოიგო – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ.)

დღესვე ტურნირში კიდევ ერთი ქართველი,  ევროპის ორგზის ჩემპიონი – დავით მარსაგიშვილი ჩაერთვება. ოთარ გოგავა (57 კგ) კი საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა.

შეგახსენებთ რომ გუშინ  წინასწარი შეხვედრები ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, საიადანც სამში ქართველი ფალავნები ფინალურ ბლოკში გავიდნენ. გენო პეტრიაშივილი (125 კგ.) და ავთანდილ კენჭაძე ( 74 კგ) ფინლაში იასპარეზებენ, ბექა ლომთაძე (61 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. ფინალური ბლოკი 21:00 – იდან დაიწყება.