დავიდ ალაბა შესაძლოა, „ბაიერნიდან“ წავიდეს
დავიდ ალაბა შესაძლოა, „ბაიერნიდან“ წავიდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი დავიდ ალაბა 2017-2018 წლების სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა, გუნდიდან წავიდეს, – წერს გაზეთი Bild.

25 წლის ავსტრიელი კარიერის გაგრძელების ვარიანტებად „ბარსელონასა“ და „რეალს“ განიხილავს. აღნიშნავენ, რომ ორივე კლუბი მზად არის ფეხბურთელთან კონტრაქტის გასაფორმებლად.

ამასთან, ალაბას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება „ბაიერნიდან“ წასვლის შესახებ. ის მზად არის დარჩეს მიუნხენურ კლუბში, თუ გუნდის კაპიტნად დანიშნავენ.
ალაბა „ბაიერნში“ 2009 წლიდან თამაშობს.

მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მცველმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.