მბაპეს „რეალში“ სამჯერ მეტი ხელფასი ექნება, ვიდრე მადრიდელთა ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს #1TVSPORT
მბაპეს „რეალში“ სამჯერ მეტი ხელფასი ექნება, ვიდრე მადრიდელთა ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს #1TVSPORT

ცნობილი გახდა კილიან მბაპეს პოტენციური ხელფასის ოდენობა მადრიდის „რეალში“, თუ მისი ტრანსფერი „პარი სენ-ჟერმენიდან“ განხორციელდება.

როგორც გაზეთი AS-ი წერს, ფრანგის ხელფასი 35 მილიონი ევრო იქნება წელიწადში. ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია იმ ხელფასზე (60 მილიონზე მეტი), რომელსაც მბაპე დღეს პარიზულ კლუბში იღებს.

დღეისთვის „რეალში“ არ არის ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში, 11 მილიონ ევროზე მეტს იღებს. დავიდ ალაბასა და ტონი კროოსის ხელფასები, შესაბამისად, 10.8 და 10.7 მილიონი ევროა. ჯუდ ბელინგემი და ვინისიუსი 10-10 მილიონ ევროს იღებენ.

ასე რომ, „რეალში“ მბაპე მიიღებს მინიმუმ, სამჯერ მეტ ხელფასს, ვიდრე მადრიდელთა ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი.