დავიდ ალაბა ევრო 2024-ზე შეიძლება მწვრთნელის რანგში გაემგზავროს #1TVSPORT
დავიდ ალაბა ევრო 2024-ზე შეიძლება მწვრთნელის რანგში გაემგზავროს #1TVSPORT

მადრიდის „რეალისა“ და ავსტრიის ნაკრების მცველი დავიდ ალაბა ვერ ასწრებს ევრო 2024-ისთვის გამოჯანმრთელებას. მიუხედავად ამისა, მას აქვს შანსი გაემგზავროს ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდთან ერთად.

გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ტრავმირებულ მცველს თავის სამწვრთნელო გუნდში დროებით ადგილს სთავაზობს, რათა ალაბას საშუალება ჰქონდეს, დაესწროს ევრო 2024-ს ეროვნული გუნდის ოფიციალური წევრის რანგში.

31 წლის დავიდ ალაბა დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ვერ თამაშობს. მცველმა „ვილიერალთან“ მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. მის მოედანზე დაბრუნებას 2024-25 წლების სეზონის დასაწყისისთვის ელოდებიან.

ავსტრიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდების, საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.