ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ – დანიის ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მთავარი მწვრთნელის აგე ჰარეიდეს რჩეულები არიან
მეკარეები – კასპერ შმეიხელი (ლესტერი, ინგლისი), ფრედერიკ რონოვი (აინტრახტი, გერმანია), იონას ლოსლი (ჰადერსფილდი, ინგლისი);
მცველები – სიმონ კიაერი (სევილია, ესპანეთი), პეტერ ანკერსენი (კოპენჰაგენი), ანდრეას კრისტიანსენი (ჩელსი, ინგლისი), იენს ლარსენი (უდინეზე, იტალია), მატიას იორგენსენი (ჰადერსფილდი, ინგლისი), ჰენრიკ დალსგაარდი (ბრენტფორდი, ინგლისი), იონას კნუდსენი (იფსვიჩი, ინგლისი), იოაჰიმ ანდერსენი (უდინეზე, იტალია);
ნახევარმცველები – კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემი, ინგლისი), ლასე შიონე (აიაქსი, ჰოლანდია), ტომას დილეინი (დორტმუნდი, გერმანია), პიერ-ემილ ჰოიბერგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ლუკას ლერაგერი (ჯენოა, იტალია), ფილიპ ბილინგი (ჰადერსფილდი, ინგლისი);
თავდამსხმელები – ნიკლას იორგენსენი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი, გერმანია), მარტინ ბრაიტვაიტი (ლეგანესი, ესპანეთი), კასპერ დოლბერგი (აიაქსი, ჰოლანდია), კრისტიან გიტკიაერი (ლეხი, პოლონეთი), რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი).
დანია 21 მარტს, ამხანაგურ მატჩში კოსოვოს შეხვდება, 26 მარტს კი შესარჩევში შვეიცარიას დაუპირისპირდება.