დანიელე დე როსიმ კარიერა დაასრულა
დანიელე დე როსიმ კარიერა დაასრულა

„რომას“ ყოფილმა კაპიტანმა და „ბოკა ხუნიორსის“ ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.

„არ მაქვს სერიოზული ტრავმები ან სხვა რაიმე პრობლემა. უბრალოდ, ვგრძნობ, რომ ოჯახში დაბრუნების დრო მოვიდა. საბოლოოდ მივიღე კარიერის დასრულების გადაწყვეტილება. ფიქრობდნენ ჩემს გადარწმუნებას, მირჩევდნენ დაფიქრებას, მაგრამ გადაწყვეტილია. და ამაში არაფერია უცნაური.

მე აქ ვტოვებ ჩემი გულის ნაწილს, რადგან ცოტა ვინმემ იცის, რას ნიშნავს „ბომბონერაზე“ თამაში, „ბოკას“ გასახდელში ყოფნა. ეს უნიკალური გამოცდილებაა.

ვამთავრებ სათამაშო კარიერას. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ფეხბურთში მუშაობას“, – თქვა დე როსიმ.

იტალიელმა „ბოკაში“ ხუთი მატჩი ჩაატარა და მართალია, კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე ჰქონდა, ვადაზე ადრე გაწყვიტა ხელშეკრულება.

დე როსი „რომაში“ 2000-19 წლებში თამაშობდა: მის ანგარიშზეა 459 მატჩი და 43 გოლი.