დანიელე დე როსის მოურინიოს შტაბში ელიან #1TVSPORT
დანიელე დე როსის მოურინიოს შტაბში ელიან #1TVSPORT

გაზეთ Il Messaggero-ს ინფორმაციით, 37 წლის ყოფილი ფეხბურთელი დანიელე დე როსი „რომას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შტაბში შესვლის შესაძლებლობას მიიღებს.

მოურინიო მომავალი სეზონიდან ჩაუდგება სათავეში „რომას“. აღნიშნავენ, რომ მან კლუბის დირექტორთან ტიაგო პინტუსთან ერთად უკვე დაიწყო პოტენციური დებიუტანტების, აგრეთვე ასისტენტების ძებნა.

დე როსი „რომაში“ 2002-19 წლებში თამაშობდა. დღეს ის იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის დამხმარეა.