დანიელე დე როსიმ გარეგნობა შეიცვალა, რათა რომაული დერბი ფანების ტრიბუნიდან ენახა (ვიდეო)
„რომას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ გასულ უქმეებზე რომაულ დერბიში თავის მშობლიურ კლუბს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრა.
ყოფილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ VIP-ლოჟა მისთვის არ იყო და ფანების ტრიბუნაზე განთავსდა. იმისთვის, რომ გულშემატკივრებს შორის ქაოსი არ დაეთესა და ერთობლივი ფოტოს გადაღების მსურველთა დიდი რიგი არ წარმოექმნა, დე როსიმ თამაშზე გამგზავრებამდე გრიმი გაიკეთა და მისი ცნობა შეუძლებელი გახდა.
მატჩი „რომასა” და „ლაციოს” შორის 1:1 დასრულდა.
Incredibile Daniele De Rossi! 💣
Ha assistito al derby con un travestimento formidabile!
Parrucca, naso finto di gomma e cappello!
Ecco le immagini del travestimento! #ASRoma #DeRossi #Derby pic.twitter.com/jiUKpApqtK
— Jacopo Aliprandi (@AliprandiJacopo) January 29, 2020