დანიელე დე როსი იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შეიყვანეს #1TVSPORT
დანიელე დე როსი იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შეიყვანეს #1TVSPORT

„რომას“ ყოფილი ნახევარმცველი დანიელე დე როსი სამწვრთნელო კარიერას იწყებს. კერძოდ, ის შევიდა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის შტაბში. ამიც შესახებ დაწერა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა.

„ვამაყობ იმით, რომ შემიძლია დავიწყო ახალი კარიერა ეროვნულ გუნდში. მადლობა ფედერაციის პრეზიდენტს გრავინასა და მწვრთნელს მანჩინის ნდობისთვისა და ბოძებული შესაძლებლობისთვის. საინტერესო იქნება კოვერჩანოში დაბრუნება. ჩემთვის ეს სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ენთუზიაზმით ვიწყებ მუშაობას, ვიცი, რომ გზის დასაწყისში ვარ და კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო, თუმცა იმედი მაქვს, გუნდს დავეხმარები“, – განაცხადა დე როსიმ.

37 წლის დე როსისთან კონტრაქტი ევრო 2020-ის ბოლომდე იქნება ძალაში.