დე როსი კარიერას ასრულებს
დე როსი კარიერას ასრულებს

ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე დე როსიმ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს ამბავი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

დე როსიმ თითქმის მთელი კარიერა „რომაში“ გაატარა, საიდანაც მოგვიანებით „ბოკა ხუნიორსში“ გადაბარგდა.

არგენტინაში იტალიელ ფეხბურთელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფაქტობრივად არ უთამაშია. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დანიელე დე როსი კვლავ „რომას“ დაუბრუნდებოდა, მგრამ არა ფეხბურთელის ამპლუაში.

დე როსის იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული, 2012-ში კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

„რომას“ შემადგენლობაში კი დე როსიმ იტალიის თასი ორჯერ მოიპოვა, ერთხელ კი სუპერთასს დაეუფლა.