დანიელე დე როსი შესაძლოა დევიდ ბექჰემის გუნდში გადავიდეს
დანიელე დე როსი შესაძლოა დევიდ ბექჰემის გუნდში გადავიდეს

იტალიელი ნახევარმცველი დანიელე დე როსი, რომელმაც მთელი კარიერა „რომაში“ გაატარა, შესაძლოა, MLS-ში გადავიდეს, – წერს გაზეთი AS.

ვეტერანი ფეხბურთელის მიწვევით დაინტერესებულია „მაიამის“ მფლობელი დევიდ ბექჰემი. ფლორიდული კლუბი MLS-ში დებიუტისთვის ემზადება და გამოცდილ ფეხბურთელს ეძებს, რომელიც მთელ გუნდს წინ გაუძღვება და თანაგუნდელებისთვის მაგალითი იქნება.

35 წლის დე როსიმ „რომას“ რიგებში 616 მატჩი ჩაატარა.

იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ნახევარმცველის მიმართ დაინტერესებას „ნიუ იორკ სიტიც“ გამოთქვამს.