დანი ალვეშის საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, რათა ფეხბურთელი პასუხისგებაში მისცენ #1TVSPORT
დანი ალვეშის საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, რათა ფეხბურთელი პასუხისგებაში მისცენ #1TVSPORT

ესპანეთის სასამართლომ გამოაცხადა, რომ „ბარსელონის“ ყოფილი მცველის, დანი ალვეშის საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია იმისთვის, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი პასუხისგებაში მიეცეს, – იტყობინება გაზეთი L’Equipe.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სულ მალე წარსდგება სასამართლოს წინაშე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. ბარსელონის საგამომძიებო პალატამ გამოაცხადა, რომ საქმეში საკმარისად არის მტკიცებულებები სასამართლო გარჩევის დასაწყებად, რაც შეესაბამება პროკურორის რეკომენდაციებს.

40 წლის ალვეში 20 იანვარს დააპატიმრეს სექსუალური ძალადობისთვის ბარსელონის ერთ-ერთ ღამის კლუბში. ყოფილ ფეხბურთელს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.