დანი ალვეშის პრესსამსახურმა უარყო ჭორი ფეხბურთელის თვითმკვლელობის შესახებ #1TVSPORT
„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველის დანი ალვეშის პრესკონსულტანტმა, აკაზ ფელეგემ კომენტარი გაუკეთა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა, პაულო ალბუკერკემ.
„ინფორმაცია „ტვიტერში“ განათავსა პაულო ალბუკერკემ რიო დე ჟანეიროდან. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. სრული სიყალბე. მე ველაპარაკე ადვოკატს და ამ უპასუხისმგებლო ადამიანს სასამართლოში ვუჩივლებთ“, – მოჰყავს აკაზ ფელეგეს სიტყვები ვებგვერდ Itatiaia.com.br-ს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის იანვარში დანი ალვეშს ბარსელონას ღამის კლუბში გოგონას გაუპატიურების გამო ბრალი წაუყენეს. 20 იანვარს ფეხბურთელი საპყრობილეში მოათავსეს, მოგვიანებით კი ოთხწლინახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს.