„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი დანი ალვეში, რომელიც სექსუალური ძალადობისთვის არის გასამართლებული, შესაძლოა, ციხიდან დროებით გაათავისუფლონ.
როგორც გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ფეხბურთელის ადვოკატებმა შუამდგომლობა შეიტანეს დროებითი გათავისუფლების შესახებ. სასამართლო მას 19 მარტს განიხილავს.
დანი ალვეში შეიძლება გაათავისუფლონ მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ განაჩენი კანონიერ ძალაში შევა. გარდა ამისა, ფეხბურთელის ადვოკატებმა აპელაცია შეიტანეს საბოლოო განაჩენის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს 4.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2022 წელს ბარსელონას ღამის კლუბში გოგონას გაუპატიურების გამო.