აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა კორონავირუსის პანდემიის გამო, მომდევნო სამი ღონისძიება გაურკვეველი დროით გადადო. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა ვაიტი ამტკიცებს, რომ 19 აპრილს ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა აუცილებლად დათქმულ დღეს შედგება. ამის შესახებ დანამ ESPN-თან საუბრისას განაცხადა.
„ეს ბრძოლა აუცილებად შედგება დათქმულ ვადებში. მაყურებლებით, უმაყურებლოდ, თუ როგორი ფორმატით, ეს ჯერ არ ვიცი. შესაძლოა, ბრძოლა სხვა ქვეყანაშიც კი ჩავატაროთ. ახლა ყველანი, მხოლოდ ამაზე ვმუშაობთ“.