დანა ვაიტი ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლაზე - ეს ბრძოლა დათქმულ დროს შედგება (ვიდეო)

კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. ამჟამად ყველაზე დიდ კითხვის ნიშანს დანა ვაიტის დაუღალავი მცდელობა წარმოადგენს. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი დღემდე აცხადებს, რომ ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გულშემატკივრებმა ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლა 18 აპრილს გაიმართოს. ცოტა ძნელი წარმოსადგენია თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, თუმცა ფაქტია, რომ ვაიტი ამის შესახებ ყოველდღიურად აკეთებს განცხადებებს. მოგეხსენებათ, რომ ნურმაგომედობი ამჟამად დაღესტანში იმყოფება და იქედან გამომდინარე, რომ რუსეთის ფედერაციამ ყველანაერი ავიამიმოსვლა შეწყვიტა და ცოტა გაუგებარია როგორ აპირებს დანა ხაბიბის რუსეთიდან გამოყვანას.

„ყოველდღიურად ახალ ახალ პრობლემებს ვაწყდებით. რაღაცას მოვაგვარებთ და შემდგომ კვლავ ახალი სირთულე გვხვდება. ახლახანს შევიტყვეთ, რომ რუსეთის ფედერაცია ქვეყნის დატოვების უფლებას არავის აძლევს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხზეც ვმუშოაბთ და ყოველდღიური მოლაპარაკება გვაქვს. მე გარკვევით ვთქვი და კიდე ერთხელ გავიმეორებ. ეს ბრძოლა აუცილებლად 18 აპრილს უნდა გაიმართოს.”- განაცხადა ვაიტმა.