დანა უაიტი ადასტურებს, რომ პრომოუშენი დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორის მესამე ბრძოლაზე მუშაობს
დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორის რემატჩის გამართვას ექვსი წელი დასჭირდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრილოგიის სანახავად გულშემატკივარს ბევრი ლოდინი არ მოუწევს.
UFC-ის პრეზიდენტმა ESPN-თან ვრცელ ინტერვიუში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პრომოუშენი კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს ტრილოგიაზე მუშაობს. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად 2014 წელს ირლანდიელმა პორიე ნოკაუტით დაამარცხა. მიმდინარე წლის იანვარში კი „ბრილიანტმა“ რევანში აიღო და მაკგრეგორი ნოკაუტში გაუშვა. უაიტის თქმით, ამ ორ სპორტსმენს შორის მესამე ბრძოლა, დიდი ალბათობით, ზაფხულში შედგება.
„როდესაც შენს ორგანიზაციაში გყავს ისეთი ორი მებრძოლი, როგორებიც კონორი და დასტინი არიან და იცი რომ მათ ძალიან სურთ ერთმანეთის წინააღმდეგ კვლავ ბრძოლა, შენ უბრალოდ მართავ ამ ბრძოლას. სწორედ ასე მოვიქცევით. პორიესა და კონორის ტრილოგია ზაფხულში შედგება“, – აცხადებს დანა უაიტი.