ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) გუნდმა „დალას სტარსმა“ სტენლის თასის ფინალში „ტამპა ბეი ლაითნინგთან“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.
მეტოქეებს შორის გამართული მეხუთე დაპირისპირება ძალიან დაძაბულად წარიმართა და ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ოვერტაიმში ტეხასელებმა შაიბის გატანა მოახერხეს და სერიაში ანგარიში 2:3 გახადეს.
მეხუთე შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება და შესაძლოა, ნაციონალური ჰოკეის ლიგის 2019/2020 წლების სეზონის გამარჯვებული გამოვლინდეს.