„დალასმა“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა
„დალასმა“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა

ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) გუნდმა „დალას სტარსმა“ სტენლის თასის ფინალში „ტამპა ბეი ლაითნინგთან“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

მეტოქეებს შორის გამართული მეხუთე დაპირისპირება ძალიან დაძაბულად წარიმართა და ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ოვერტაიმში ტეხასელებმა შაიბის გატანა მოახერხეს და სერიაში ანგარიში 2:3 გახადეს.

მეხუთე შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება და შესაძლოა, ნაციონალური ჰოკეის ლიგის 2019/2020 წლების სეზონის გამარჯვებული გამოვლინდეს.