ახალგაზრდა ქართველ ფორვარდ ცოტნე ცარციძის „აიდაჰომ“ „კოლორადო“ დაამარცხა და რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, West Athletic კონფერენციის ჩემპიონობა გაინაღდა.
აიდაჰოელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და პირველი ტაიმის შემდეგ 61:38-ს იგებდნენ. საბოლოოდ, 119:77 ცარციძის გუნდის სასარგებლოდ.
ცოტნემ, რომელიც წინა მატჩებში გუნდის ლიდერი იყო, ამჯერად 14 წუთი ითამაშა, 4 ქულა, 2-2 მოხსნა-გადაცემა 3 დაფარება მიითვალა.
„აიდაჰოსთვის“ „კოლორადოსთან“ მოგება ზედიზედ მერვე გამარჯვება აღმოჩნდა. მანამდე იყო მოგება „იუტასთან“ (74:72), ცარციძის 31 წუთი, 11 მოხსნა, 5 ქულა; წარმატება „სნოუ კოლეჯთან“ (75:72), ცოტნეს 27 წუთი, 13 ქულა, 6 მოხსნა; იმავე „იუტასთან“ 79:70 გამარჯვება, ცოტნეს 19 ქულა და 14 მოხსნა.
„აიდაჰოს“ მომდევნო მატჩი „სოლტ ლეიკის“ კოლეჯთან 27 მარტს ელის.