ცნობილია კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე და განრიგი #1TVSPORT
ლიბერტადორესის თასის ფინალის შემდეგ, რომელშიც ლეგენდარულ „მარაკანაზე“ „ფლუმინენსემ“ „ბოკა ხუნიორსი“ დაამარცხა, ცნობილი გახდა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მონაწილე.
ტურნირი საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში 12-22 დეკემბერს გაიმართება.
პირველ ეტაპზე ახალი ზელანდიის „ოკლენდი“ საუდის არაბეთის ჩემპიონს, „ალ-იტიჰადს“ შეხვდება, რომელიც ტურნირში მასპინძლის რანგში მოხვდა. შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართება.
ამ წყვილში მოგებული მეორე რაუნდში გადავა და იქ აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, ეგვიპტის „ალ-აჰლის“ შეხვდება. მეორე რაუნდის მეორე წყვილში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან – კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მექსიკის „ლეონი“ და აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იაპონიის „ურავა რედ დაიმონდსი“. მეორე რაუნდის შეხვედრები 15 დეკემბერს გაიმართება.
ამ ორ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში გადადის, საიდანაც ტურნირში ერთვებიან „მანჩესტერ სიტი“ (ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული) და „ფლუმინენსე“ (ლიბერტადორესის თასის მფლობელი).
„ფლუმინენსე“ ნახევარფინალში „ალ-აჰლისა“ და „ალ-იტიჰადი“/„ოკლენდის“ წყვილში მოგებულს შეხვდება. მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება. 19 დეკემბერს მეორე ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ლეონსა“ და „ურავას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ფინალი და მე-3 ადგილისთვის მატჩი 22 დეკემბერს გაიმართება.