გაიმართა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა #1TVSPORT
გაიმართა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა #1TVSPORT

ციურიხში შედგა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა.

პირველ რაუნდში „ალ-ჯაზირა“ (საამიროები) ითამაშებს „ოკლენდ სიტის“ (ახალი ზელანდია) წინააღმდეგ. ამ მატჩში მოგებული მეორე რაუნდში შეხვდება „ალ-ჰილალს“ (საუდის არაბეთი).

მეორე რაუნდის მეორე მატჩში შეხვდებიან „ალ-აჰლი“ (ეგვიპტე) და „მონტერეი“ (მექსიკა).

შემდეგ იქნება ნახევარფინალური ეტაპი: „ჩელსი“ ითამაშებს „ალ-ჯაზირა“/„ოკლენდ სიტი“ – „ალ-ჰილალის“ დაპირისპირებაში მოგებულთან, „პალმეირასის“ (ბრაზილია) მეტოქე იქნება „ალ-აჰლი“ – „მონტერეის“ წყვილში მოგებული.

ტურნირი 3-12 თებერვალს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.