„ბაიერნი“ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ფინალისტია

00:05, 09.02.2021

ყატარში კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ფინალისტი ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნი“ გახდა. გერმანიის ჩემპიონმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა ეგვიპტის „ალ-აჰლის“ და 2:0 მოიგო.

ორივე გოლი „ბაიერნის“ საუკეთესო ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა – ჯერ გნაბრის და შემდეგ სანეს გადაცემებით.

გერმანელებს სრული უპირატესობა ჰქონდათ: ბურთის ფლობა – 65%-35%, დარტყმები – 23-5, ზუსტი დარტყმები – 7-3, კუთხურები – 7-0.

ფინალში „ბაიერნი“ მექსიკურ „ტიგრესს“ შეხვდება, რომელმაც წინა დღეს 1:0 მოუგო მეორე ნახევარფინალში ბრაზილიის „პალმეირასი“.

გადამწყვეტი მატჩი 11 თებერვალს, თბილისის დროის 22 საათზე დაიწყება.

მსგავსი