უეფამ გაახმოვანა ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის წილისყრის დეტალები.
კერძოდ, ცერემონია 2019 წლის 30 ნოემბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.
„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ბუქარესტი მიიღებს ფინალური ტურნირის წილსყრას. ეს 2019 წლის 30 ნოემბერს მოხდება“, – განაცხადა უეფას წარმომადგენელმა კრისტიან კარამბემ.
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო 21 მარტს იწყება და ნოემბერში დასრულდება. შესარჩევი ტურნირი 20 მონაწილეს გამოავლენს, დარჩენილი ოთხი ადგილი კი 2020 წლის მარტში, ერთა ლიგის პლეი-ოფებში გათამაშდება.