ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი ამერიკელი მეზღვაური 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი მეზღვაური, რომელიც ნიუ-იორკში, თაიმს სქუერზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების ზეიმის დროს გადაღებულ ცნობილ ფოტოზეა ასახული, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფოტო, რომელზეც ჯორჯ მენდოზა ექთანს, გრეტა ფრიდმენს კოცნის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილია.
ფოტო, სახელწოდებით „კოცნა“, 1945 წლის 14 აგვისტოს არის გადაღებული და პირველად ჟურნალ „ლაივში“ დაიბეჭდა.