ადგილობრივმა პროკურატურამ ლიბიაში დაღუპული 23 წლის ქართველი მეზღვაურის გადმოსვენების ნებართვა გასცა
ადგილობრივმა პროკურატურამ ლიბიაში დაღუპული 23 წლის ქართველი მეზღვაურის გადმოსვენების ნებართვა გასცა

ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენების პროცესი დაიწყო. ლიბიის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ყველა ეტაპი დაასრულა და ქართულ მხარეს გადმოსვენების ნებართვა შესაბამისი აქტით დაუდასტურა. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გადამზიდავ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა.

დავით რაზმაძე ლიბიაში 21 იანვარს იპოვეს გარდაცვლილი.