აშშ-ში „კოცნის ქანდაკება“ შეღებეს
აშშ-ში „კოცნის ქანდაკება“ შეღებეს

აშშ-ში, ფლორიდის შტატში მეორე ე.წ. მეორე მსოფლიო ომის კოცნის ქანდაკება შეღებეს და  „მეც“ (me too) წააწერეს. ინციდენტი ქალაქ სარასოტაში მოხდა.

ქანდაკებაზე წარწერა  ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი მეზღვაურის, ჯორჯ მენდოზას გარდაცვალებიდან ორ დღეში გაჩნდა.

კოცნის ამსახველი ფოტოსურათი 1945 წლის 14 აგვისტოს, ნიუ-იორკში, მეორე მსოფლიო ომის დროს დასრულების დღესაა გადაღებული, როდესაც იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ცნობილ ფოტოზე მეზღვაური ჯორჯ მენდოზა მისთვის უცნობ მედდას, გრეტა ზიმერ ფრიდმანს კოცნის.

აშშ-ის მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის აღნიშნული ფოტო მეორე მსოფლიო ომის დასრულების სიხარულთან და გამარჯვებასთან ასოცირდება.

(Me Too) სოციალურ ქსელებში 2017 წელს, კონოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის ირგვლივ აგორებული სკანდალის დროს გამოჩნდა. ვაინშტეინი ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

ნიუ-იორკში, თაიმს სქუერზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების ზეიმის დროს გადაღებულ ცნობილ ფოტოზე ასახული ამერიკელი მეზღვაური ჯორჯ მენდოზა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.