ციციპასმა და მედვედევმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდეს #1TVSPORT
რუსმა ჩოგბურთელმა დანიილ მედვედევმა და ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა ოფიციალურად გაინაღდეს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) შემაჯამებელ ტურნირზე თამაში, რომელიც იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება.
ასე რომ, აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, ცნობილია სამი ჩოგბურთელი, რომელიც სეზონის დასკვნით ტურნირში ითამაშებს. მედვედევამდე და ციციპასამდე ტურინში თამაშის უფლება მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიპოვა.
წლის შემაჯამებელი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი დანიილ მედვედევია. ციციპასს ეს ჩემპიონატი 2019 წელს აქვს მოგებული.