ჩვენი მეტოქის, ლუქსემბურგის ნაკრების ლიდერს, ლეანდრო ბარეიროს „ბენფიკა“ იწვევს #1TVSPORT
ლუქსემბურგელი ნახევარმცველი ლეანდრო ბარეირო შესაძლოა „ბენფიკაში“ გადავიდეს – ინფორმაციას პორტუგალიური სპორტული გვებგვერდი MaisFutebol ავრცელებს.
„ლისაბონის „ბენფიკა“ წარმოშობით ანგოლელ ნახევარმცველთან წინასწარი კონტრაქტის გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს და „ბენფიკას“ სეზონის ბოლოს კომპენსაციის გარეშე შეუერთდება. ბარეიროს ივნისში ეწურება კონტრაქტი გერმანულ „მაინცთან“, რომელიც ამჟამად ბუნდესლიგაში მე-16 ადგილზეა“, – ამტკიცებს MaisFutebol.
ლეანდრო ბარეირო ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრების, რომელიც ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს 21 მარტს თბილისში შეხვდება. გასული წლის ბოლოს ლუქსემბურგის სპორტული პრესის ასოციაციამ ის წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარა. 24 წლის ასაკში მან ეროვნულ გუნდში 54 მატჩი ჩაატარა.
ლეანდრო ბარეირო „მაინცში“ ექვსი წელია თამაშობს. ცენტრალური მცველი გერმანული გუნდის შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება. მხოლოდ ამ სეზონში მან ბუნდესლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. 2023 წლის აპრილში, მთავარი როლი ითამაშა მიუნხენის „ბაიერნთან“ გამარჯვებაში. მაშინ „მაინცის“ სპორტულმა დირექტორმა ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ ფეხბურთელს „ნახევარი ევროპა აკვირდებოდა“.