ვილი სანიოლი ნაკრების შემადგენლობას პრესკონფერენციაზე დაასახელებს #1TVSPORT
ვილი სანიოლი ნაკრების შემადგენლობას პრესკონფერენციაზე დაასახელებს #1TVSPORT

ცნობილი გახდა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადებას როდის დაიწყებს.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრისთვის 18 მარტიდან მოემზადებიან და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის შეკრებას დაიწყებენ.

მანამდე, 13 მარტს მედიას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი შეხვდებიან. პრესკონფერენცია 12:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და სანიოლი მარტის მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობას დაასახელებს.

საქართველო – ლუქსემბურგის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე ბორის პაიაჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.