საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ლუქსემბურგი ათი წლის წინ არაფერს წარმოადგენდა, ახლა კი სერიოზული გუნდია #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ლუქსემბურგი ათი წლის წინ არაფერს წარმოადგენდა, ახლა კი სერიოზული გუნდია #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრების შანსებზე კომენტარი გააკეთა.

„ლუქსემბურგთან ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული თამაში გველის. რადგან მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი იქნება დარჩენილი, რასაც მთელი საქართველო ელოდება.

რამდენად რთული იქნება დღევანდელ ლუქსემბურგთან თამაში? თუ ეს გუნდი ათი წლის წინ, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენდა, ახლა სერიოზული გუნდია. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 17 ქულა მოაგროვა და, ფაქტობრივად, დიდი ანგარიშით მხოლოდ პორტუგალიასთან წააგო, სხვებთან კი დადებითი ბალანსი ჰქონდა“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა „საფეხბურთო ტაიმაუტში“.