ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების პრობლემა - საქართველოსთან, შესაძლოა, ადემიმაც ვერ ითამაშოს #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების პრობლემა - საქართველოსთან, შესაძლოა, ადემიმაც ვერ ითამაშოს #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში დიდი დანაკლისით მოდის – გუნდს შესაძლოა, ერთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ოთხი წამყვანი მოთამაშე დააკლდეს. სამი მათგანის ვინაობა ცნობილი იყო, ახლა ეს ციფრი ოთხამდე გაიზარდა.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ ბალკანელებს დააკლდათ ორი თავდამსხმელი – ინგლისური „ბარნლის“ ფეხბურთელი დარკო ჩურლინოვი და თურქეთის სუპერლიგის „ისტანბულსპორის“ შემტევი ვალონ ეტემი. მესამე დანაკლისი ნაკრების კაპიტანი და ზაგრების „დინამოს“ მოთამაშე სტეფან რისტოვსკი იყო.

ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში თამაშებში საეჭვო გახდა ზაგრების „დინამოს“ კიდევ ერთი წევრის, არიან ადემის თამაშიც. ერთ-ერთი საუკეთესო ჩრდილოეთ მაკედონელი ფეხბურთელის, ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის პრობლემა ტრავმაა.

„ნაკრების წინაშე არსებული ყველა პრობლემას კიდევ ერთი დაემატა – გუნდს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არიან ადემი გამოაკლდა. ადემს ზურგის პრობლემა აქვს, ამიტომ მან შემოწმება გერმანიაში გაიარა, სადაც ტრავმის სიმძიმე უნდა შეფასდეს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, შესვენება მოუწევს. იგი გასულ მატჩებში ზაგრების „დინამოში“ ინექციებით თამაშობდა, ახლა კი ზურგის ტკივილი აწუხებს, რის გამოც, ალბათ, ორკვირიანი შესვენება მოუწევს“ – წერს გამოცემა „ეკიპა“.

გამოცემის ცნობით, ხვალ დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა ადემი საქართველოსა და ბულგარეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრებისთვის მომზადებას.