ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელი უკმაყოფილოა - პირველზე დაწინაურების შანსი ვერ გამოვიყენეთ
ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელი უკმაყოფილოა - პირველზე დაწინაურების შანსი ვერ გამოვიყენეთ

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი უკმაყოფილოა – ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში კოსოვოს დამარცხების შემდეგ, ერთა ლიგის C2 ჯგუფში აუტსაიდერ ესტონეთს ეწვია და კინაღამ დამარცხდა – გორან პანდევმა და კომპანიამ თამაში ბოლო წუთებზე გადაარჩინეს (3:3).

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობაში ცვლილება შეიტანა – ძირითადში არ იყვნენ გუნდის ლიდერები. ამის მიუხედავად, იგორ ანგელოვსკი მოგებას და ჯგუფში გალიდერებას იმედოვნებდა.

„ვულოცავ ესტონეთს, რომელიც კარში სამჯერ დაარტყა და სამივე გაგვიტანა. მოგება მაშინაც შეგვეძლო, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, შანსი იმ ფეხბურთელებს მივეცი, რომლებსაც კოსოვოსთან არ უთამაშიათ. დამარცხება თავიდან ავიცილეთ, მაგრამ ბედნიერი არ ვარ. საქართველოსა და სომხეთის შედეგის გათვალისწინებით, ჯგუფში პირველ ადგილზე დაწინაურება შეგვეძლო და ვერ მოვახერხეთ. თუმცა, ჯგუფში კიდევ სამი მატჩი დაგვრჩა და პირველი ადგილის დასაკავებლად ყველაფერს გავაკეთებთ,“ – ამბობს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი.

სამი ტურის შემდეგ, საქართველომ და ჩრდილოეთ მაკედონიამ 5-5 ქულა დააგროვეს და ჯგუფში ლიდერები არიან. ეს ორი გუნდი ერთმანეთს 14 ოქტომბერს სკოპიეში შეხვდება და შესაძლოა, ჯგუფის ლიდერი გამოვლინდეს.