ჩრდილომაკედონიელებმა ევრო 2020-ის რეგულაციები დაარღვიეს - რუმინულმა გამოცემამ პანდევი და ანგელოვსკი მეუღლეებთან ერთად რესტორანში დააფიქსირა #1TVSPORT
ჩრდილომაკედონიელებმა ევრო 2020-ის რეგულაციები დაარღვიეს - რუმინულმა გამოცემამ პანდევი და ანგელოვსკი მეუღლეებთან ერთად რესტორანში დააფიქსირა #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი, კაპიტანი გორან პანდევი და მცველი სტეფან რისტევსკი უსიამოვნო სკანდალის გმირები გახდნენ – უკრაინიდსთან 2:1 დამარცხების შემდეგ, მათ საღამო მეუღლეებთან ერთად ბუქარესტის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ რესტორანში გაატარეს, კადრები კი რუმინულმა გამოცემა „პროსპორტმა“ დააფიქსირა.

ამაში არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა, რომ არა არსებული ეპიდმდგომარეობა – მათ ევრო 2020-ზე სავალდებულო იზოლაციის წესები დაარღვიეს. ჩრდილოეთ მაკედონიის და ყველა ეროვნული ნაკრები, რეგულაციების თანახმად, დახურული ზონაში იმყოფებიან. მწვრთნელისა და კაპიტნის გადაწყვეტილება, გაეტარებინათ საღამო ბუქარესტის სასტუმრო „მარიოტ გრანდ ოტელის“ რესტორანში, რეგულაციების დარღვევაა.

პანდევი და ანგელოვსკი რესტორანში ცოლ-შვილთან ერთად, რუმინულმა გამოცემა „პრო-სპორტმაჰერასტრაუს კომპლექსში გადაიღო, რომელიც რუმინეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური რესტორანია. მწვრთნელის უკიდურესად უცნაური დამოკიდებულებაა ევროპის ჩემპიონატისადმი, სადაც ჩვენი ჯერ კიდევ გამოვდივართ. ნიდერლანდების ავსტრიასთან გამარჯვების შედეგად, მაკედონიამ ევრო 2020-ის პლეი ოფში გასვლის ყველა შანსი დაკარგა. ამიტომ, ამსტერდამში მოგზაურობა უშედეგო იქნება, ეს მხოლოდ პრესტიჟის მატჩია, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ აძლევს მწვრთნელსა და კაპიტანს უფლებას, რომ ასეთი რამ გააკეთონ“, – წერს ჩრდილომაკედონიური გამოცემა „ეკიპა“.

გამოცემა უკმაყოფილო იმით არის, რომ ფედერაციისა და ნაკრების წევრები მედიის წარმომადგენლებს რეგულაციების დაცვას მკაცრად სთხოვდნენ: „ისინი სპორტული მედიისგან განსხვავებით იქცევიან, რომლებიც ვარჯიშის დაწყებისთანავე მკაცრად იცავენ დადგენილი ოქმებს ეროვნული ნაკრებისა და ეროვნული ნაკრების წევრების, როგორც ინსტიტუციის დასაცავად“.