ჩრდილოეთ მაკედონია 35-ე ქვეყანაა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
ჩრდილოეთ მაკედონია იმ ქვეყნების ჩამონათვალში შევიდა, რომელთაც მინიმუმ ერთხელ მაინც აქვთ მონაწილეობა მიღებული ევროპის ჩემპიონატში.
ამ ბალკანური ქვეყნის გუნდმა მოიპოვა ადგილი საქართველოს ნაკრებთან 12 ნოემბრის მატჩის მოგებით და მომავალი წლის ზაფხულში საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცევა.
ევროპის ჩემპიონატზე აქამდე 35 ქვეყანას უთამაშია – ესენია ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ინგლისი, ესპანეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ ირლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და უელსი.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ნაცვლად, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან და უკრაინასთან ერთად. ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. C ჯგუფის მატჩებს რუმინეთი და ნიდერლანდები უმასპინძლებენ.