ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, ასევე დაჭრილია ოთხი პირი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. ის 22 წლის სტუდენტია. მისი ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისათვის, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კვლავ იმყოფებიან სამართალდამცველები. პოლიცია შენობაში ჩხრეკას ატარებს. შარლოტში მდებარე უნივერსიტეტში 26 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.