ცნობილი გახდა თანხის რაოდენობა, რომელსაც ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციისა (ATP) და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) დაბალრეიტინგული ჩოგბურთელები მიიღებენ.
როგორც ირკვევა, თანხა ერგებათ ჩოგბურთელებს, რომლებიც მამაკაცთა და ქალთა კლასიფიკაციაში 101-500 ადგილებს იკავებენ. ATP-ის მოთამაშეები ორჯერად დახმარებას მიიღებენ – ჯამში მათ 8650 დოლარი ერგებათ. რაც შეეხება WTA-ის ჩოგბურთელებს, ისინი 10 400 დოლარს მიიღებენ.
მამაკაცთა თანხა ნაკლებია იმის გამო, რომ ATP თავის მოთამაშეებს გრანტებს ურიგებს სეზონის მსვლელობისას გადაადგილებაზე.