ჩოგბურთის დიდების დარბაზის პრესსამსახურმა დაასახელა იმ ჩოგბურთელთა ვინაობა, რომლებიც 2020 წელს პრეტენზიას აცხადებენ დიდების დარბაზში მოხვედრაზე.
ნომინატები გახდნენ: ესპანელები კონჩიტა მარტინესი და სერხი ბრუგერა, ხორვატი გორან ივანიშევიჩი და შვედი იონას ბიორკმანი.
იმისთვის, რომ დიდების დარბაზის წევრის სტატუსი მოიპოვონ, პრეტენდენტებს სჭირდებათ ჟურნალისტთა ხმების არანაკლებ 75 პროცენტი. შედეგები ცნობილი იქნება 2020 წლის დასაწყისში.
ჩოგბურთის დიდების დარბაზი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუპორტში მდებარეობს.