კობი ბრაიანტი კალათბურთის დიდების დარბაზის ნომინანტთა შორისაა (ვიდეო)

ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ჯეიმს ნეისმიტის სახელობის კალათბურთის დიდების დარბაზის 2020 წლის ფინალისტთა შორის დასახელდა.

დიდების დარბაზის ახალ წევრებს ოთხ აპრილს დაასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილი კალათბუთელი ცოტა ხნის წინ ავიაკატასტროფაში, 13 წლის შვილთან ერთად დაიღუპა.

კობი ბრაიანტმა ბრწყინვალე კარიერა 2016 წელს დაასრულა.

ლეგენდარულმა კალათბურთელმა „ლეიკერსის“ შემადგენლობაში 20 სეზონი ითამაშა და ჩემპიონობა ხუთჯერ იზეიმა.