კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი, კევინ გარნეტი და ტამიტა კეტჩინგსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზში მოხვდნენ (ვიდეო)

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ დიდების დარბაზს ახალი სახელები დაუკავშირა. სამუდამო დიდების დარბაზში კობი ბრაიანტი, ტიმ დანკანი, ტამიკა კეტჩინგსი, კევინ გარნეტი, ასევე მწვრთნელები კიმ მალკი, ბარბარა სტივენსი, ედი სატონი და რუდი ტომიანოვიჩი მოხვდნენ.

იანვარში ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის ქვრივი მომხდარ ამბავს გამოეხმაურა

„გული მტკივა, რომ კობი დღეს თავად ვერ ახერხებს ამ ჯილდოს მიღებას და ცერემონიაზე დასწრებას. ჩვენ ვამაყობთ მისით. ეს უდიდესი მიღწევაა“, – განაცხადა ვანესა ბრაიანტმა.