ინგლისის პრემიერლიგამ დიდების დარბაზის კანდიდატებად 23 ფეხბურთელი დაასახელა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ დიდების დარბაზის კანდიდატებად 23 ფეხბურთელი დაასახელა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგამ დაასახელა ლიგის დიდების დარბაზში მოხვედრის პრეტენდენტები.

სიაში შეიყვანეს 23 ფეხბურთელი. მათგან აირჩევენ ექვს მოთამაშეს, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ გულშემატკივრებისგან და პრემიერლიგის ჟიურისგან.

პრეტენდენტები არიან: ტონი ადამსი (არსენალი), დევიდ ბექჰემი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენის ბერგკამპი (არსენალი), სოლ კემპბელი (ტოტენჰემი, არსენალი), ერიკ კანტონა (მანჩესტერ იუნაიტედი), ენდი კოული (მანჩესტერ იუნაიტედი), ეშლი კოული (ჩელსი), დიდიე დროგბა (ჩელსი), ლეს ფერდინანდი (ქუინზ პარკი), რიო ფერდინანდი (მანჩესტერ იუნაიტედი), რობი ფაულერი (ლივერპული), სტივენ ჯერარდი (ლივერპული), როი კინი (მანჩესტერ იუნაიტედი), ფრენკ ლემპარდი (ჩელსი), მეტ ლე ტისიე (საუთჰემპტონი), მაიკლ ოუენი (ლივერპული), პეტერ შმაიხელი (მანჩესტერ იუნაიტედი), პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯომ ტერი (ჩელსი), რობინ ვან პერსი (არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი), ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი), პატრიკ ვიეირა (არსენალი) და იან რაიტი (კრისტალ პალასი, არსენალი).

წელს დიდების დარბაზში მოხვედრა შეუძლიათ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც კარიერა 2020 წლის პირველი აგვისტოსთვის დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დიდების დარბაზის პირველი წევრები გახდნენ ალან შირერი და ტიერი ანრი.

დატოვე კომენტარი