ჩოგბურთელებისთვის უსაფრთხოების წესები მკაცრდება
ჩოგბურთელებისთვის უსაფრთხოების წესები მკაცრდება

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტურნირების ჩატარების წესებში ცვლილებები შეიტანა.

კერძოდ, უსაფრთხოების პროტოკოლის ახალ ვერსიაში იგულისხმება ფულადი ჯარიმები უხეში ან განმეორებითი დარღვევებისთვის. ჯარიმის ოდენობა 20 ათას დოლარამდე იქნება.

ვარჯიშების დროს, ჩოგბურთელებს ეკრძალებათ სხვა მოთამაშეებთან კონტაქტი, საჭიროა ჩოგნების დეზინფიცირება, იკრძალება ბურთების მომწოდებლებისთვის პირსახოცების მოთხოვნა, აუცილებელია კორტზე მხარეების შეცვლისას ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.

ATP-ის ყოველ ტურნირზე იქნება ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.