ჩინური კლუბი არნაუტოვიჩის სანაცვლოდ 45 მილიონ დოლარს იხდის
ჩინური კლუბი არნაუტოვიჩის სანაცვლოდ 45 მილიონ დოლარს იხდის

ერთ-ერთი ჩინური კლუბი, რომლის სახელი უცნობია, მზადაა „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ მარკო არნაუტოვიჩის სანაცვლოდ 45 მილიონი დოლარი გადაუხადოს. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

29 წლის ავსტრიელმა, მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში, ჯამში 17 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.

„ვესტ ჰემში“ ის „სტოუკ სითიდან“ 2017 წელს გადავიდა და „ჩაქუჩებმა“ მასში თავიანთთვის სარეკორდი თანხა – 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონური კლუბი არნაუტოვიჩის გაყიდვას არ დათანხმდება.