ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ჩინეთის შანსის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, 15 ადამიანი დაიღუპა, 13 კი, სამგზავრო ავტობუსის მდინარეში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას „ასოშიეტიდ​ პრესი“ აქვეყნებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძღოლმა არ გაითვალისწინა ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილება და წყლით დაფარულ ხიდზე გადასვლა სცადა, რის შემდეგაც წყლის ნაკადმა ავტობუსი მდინარეში გადააგდო.

ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ჩინეთის შანსის რეგიონში 1,76 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ რაიონში ჩამოწოლილ მეწყერს ოთხი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის თქმით, წყალდიდობისა და მეწყრის გამო, რეგიონში 17 ათასზე მეტი სახლი დაინგრა, რის გამოც 120 ათასზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში გადაიყვანეს.