ჩინეთში ტყის ხანძარს 30 ადამიანი ემსხვერპლა

08:14, 02.04.2019

ჩინეთში ტყეში გაჩენილ ხანძარს 30 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულების უმრავლესობა მეხანძრეა.

ცეცხლი სიჩუანის პროვინციაში მძვინვარებს. ხანძარი 3800 კვადრატულ მეტრზეა მოდებული.

ცეცხლის ლიკვიდაციაში მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. ოპერაციაში ჩართულია რამდენიმე ვერტმფრენიც.

ცეცხლის გაჩენის მიზეზად მეტეოროლოგები ძლიერ ქარსა და გვალვას ასახელებენ.

მსგავსი